იოჰანეს ჰანი ეჭვობს, რომ თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იცოდნენ
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პირთა სია წინასწარ იყო შეთანხმებული. ეს განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მეორე დღესვე 3 ათასი ადამიანი იყო დაკავებული, რომელთა შორის მაღალჩინოსნები და მოსამართლეები არიან. ჰანი ვარაუდობს, რომ სიები ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო მომზადებული და გარკვეულ ეტაპზე გამოიყენებოდა.
თურქეთში ამბოხის შემდეგ სახელმწიფო გადატრიაების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6000 ადამიანი დააკავეს.