თურქეთში ნატოს ბაზის სარდალს აშშ-მ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

თურქეთის იჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზის სარდალს, გენერალ ბეკირ ერკან ვანს, რომელმაც აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა, შეერთებული შტატებისგან უარი მიიღო. იჯირლიყის სამხედრო ბაზას ნატო სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციების დროს იყენებს.
გენერალი ვანი თურქმა სამართალდამცველებმა კვირას დააკავეს. მანამდე იჯირლიყის ბაზის სამხედროების კავშირზე სამხედრო ამბოხებასთან თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. შაბათს თურქეთის ხელისუფლებამ კოალიციის ავიაციის ფრენა იჯირლიყის სამხედრო ბაზიდან შეაჩერა, თუმცა კვირას ის კვლავ განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები