ცხინვალის ერთ-ერთ სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს
ცხინვალის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ხელყუმბარა ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ამოიღეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, „რგდ“-ს ტიპის ხელყუმბარა ავტოფარეხის კარებზე იყო მიმაგრებული.