ერევანში “ფეისბუქი” დროებით შეიზღუდა
სომხეთში, ერევანში, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობის დაკავების შემდეგ, ამბოხების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთმა ინტერნეტპროვაიდერმა სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ დროებით გათიშა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია სომეხი ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა ძირითადმა პროვაიდერმა „ფეისბუქზე“ წვდომა შეზღუდა. ეს ძირითადი პლატფორმაა ოპოზიციისთვის ინფორმაციის გასავრცელებლად“, – წერს ჟურნალისტი.
ამ დროისთვის სოციალურ ქსელზე წვდომა აღდგენილია.