სირიაში საჰაერო თავდასხმას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ალეპოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა რუსულმა ძალებმა განახორციელეს.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩამოგდებული ბომბი ჰოსპიტალს დაეცა, რის შედეგადაც პაციენტები და საავადმყოფოს თანამშრომლები დაშავდნენ.
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, მეამბოხეებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები