ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციისა და შინაგანი ჯარის შენობა დაიკავეს
სომხეთში, ერევანში, ერებუნის რაიონში, შეიარაღებულმა პირებმა სომეხი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით, პოლიციისა და შინაგანი ჯარის შენობა დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელები იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დაკავებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ჯარისკაცები არიან მობილიზებულნი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ჯარისკაცები არიან მობილიზებულნი.
სეფილიანი 20 ივნისს დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ის გარკვეულ ძალებთან ერთად გარკვეული ობიექტების, მათ შორის, ერევნის ტელეანძის დაკავებას აპირებდა.