ჯონ კერი: ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს, განიხილოს გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთი მტკიცებულებას წარმოადგენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა წარმოადგენს მტკიცებულებას გიულენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
ლუქსემბურგში ყოფნის დროს ჯონ კერიმ ასევე განმარტა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.
პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ეროდანმა 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულაჰ გიულენს დასდო ბრალი.
თურქეთის მოქმედი ხელისუფლების ოპონენტმა, 75 წლის გიულენმა დაგმო სამხედრო გადატრიალების ცდა და გადაჭრით უარყო მასთან ნებისმიერი კავშირი. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყანას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები