უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 265 ადამიანია დაღუპული

უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, დაღუპულია 265 ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება, მსხვერპლთა შორის 161 სამოქალაქო პირია და ამბოხის 104 მონაწილე. დაშავებულთა რაოდენობა 1500-ს აღემატება.
ამასთან, დაკავებულია სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 3000-მდე სამხედრო, მათ შორის ორი გავლენიანი გენერალია.
თურქეთში 2745 მოსამართლე და პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო 140 მოსამართლე დააკავეს.
შეიარაღებული ამბოხი თურქეთში 15 ივლისის საღამოს დაიწყო. სამხედროების ჯგუფმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელში აიღო, რათა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. 16 ივლისის დილისთვის თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლის აღდგენა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები