ბოსფორის ხიდებზე მოძრაობა აღდგენილია

სტამბოლში ბოსფორის სრუტეზე გამავალ საავტომობილო ხიდებზე მოძრაობა აღდგა. მოძრაობის აღდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ხიდი ამბოხებულმა სამხედროებმა დატოვეს. ამის შემდეგ ტერიტორია დასუფთავდა.
ამბოხებულმა სამხედროებმა, რომლებიც ხელისუფლებას ჩაბარდნენ, ხიდზე მძიმე ტექნიკაც დატოვეს. ერთ -ერთ ტანკში საბრძოლო ჭურვები აღმოაჩინეს, რომლებიც პოლიციამ წაიღო.
გუშინდელთან შედარებით სტამბოლში მდგომარეობა შედარებით განიმუხტა.
თურქეთში 15 ივლისის საღამოს სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები