თურქეთის ხელისუფლებამ 2745 მოსამართლე თანამდებობებიდან გაათავისუფლა

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2745 მოსამართლე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, ხოლო 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გარდა ამისა, თურქეთის მოსამართლეთა უმაღლესი კოლეგია ხუთმა წევრმა დატოვა.
ამასთან, შეიარაღებულ ამბოხთან კავშირისთვის. თურქეთის სახელმწიფო საბჭოს ათი წევრია დაკავებული.
შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის თითქმის 3 ათასი ადამიანია დაკავებული. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები