თურქეთი საბერძნეთში გაქცეული სამხედრო მეამბოხეების გადაცემას ითხოვს

თურქეთი საბერძნეთისგან იმ რვა სამხედროს გადაცემას ითხოვს, რომლებიც ვერტმფრენით საბერძნეთში გაიქცნენ და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ჩვენ მივმართეთ ბერძნულ მხარეს რვა მოღალატე სამხედრო მოსამსახურის დაუყოვნებლივ გადმოცემის მოთხოვნით“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.
ცნობისთვის, თურქული სამხედრო ვერტმფრენი საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპულოსის აეროპორტში დაეშვა. მასში შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილე სამხედროები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები