თურქეთის გენერალურ შტაბში მყოფი ამბოხებულ სამხედროთა ჯგუფი დაკავებულია
დაკავებულია 150-მდე სამხედრო, რომლებიც ამ დრომდე თურქეთის გენერალური შტაბის შენობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო 15 ივლისის შეიარაღებული ამბოხების მონაწილე ბოლო ჯგუფი. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხსენებულ ჯგუფში 13 მაღალჩინოსანი ოფიცერი შედიოდა.
თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მთავარ ორგანიზატორად აშშ-ში მყოფ მუსულმან მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენს ასახელებს. თავად გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს.