ცხინვალში სახლი აფეთქდა
ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი მობინადრე მძიმედ დაშავდა. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მამსუროვის ქუჩაზე მდებარე სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოხუცი ქალის მიერ უსაფრთხოების წესების მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. მას ბუნებრივ აირზე მომუშავე ხელსაწყოს გამორთვა დაავიწყდა და ის აფეთქდა. აფეთქებამ კორპუსის ერთი ბინა დააზიანა და მინები ჩაამსხვრია.