ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2008 წლის ომის გამოძიებაში ხელშეწყობაზე უარს ამბობს.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გამოძიებამ „პოლიტიკური ელფერი“ მიიღო.
როგორც რუსულ სააგენტოებს ერთ-ერთმა უფლებადამცველმა გრიგორი ავეტისიანმა განუცხადა, მისმა ორგანიზაციამ ოსური მხარისგან ინფორმაციის და საჩივრების შეგროვება დაიწყო, რისთვისაც წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა.
რაც შეეხება დე ფაქტო რეჟიმს, ის თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.