გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებისთვის პატიმრობა ემუქრება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ბესლან არშბას წინააღმდეგ მასალები სასამართლოს გადასცა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ბესლან არშბას იმაში ადანაშაულებენ, რომ 2007 – 2014 წლებში ის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამ პერიოდში გალის რაიონის მკვიდრ საქართველოს მოქალაქეებს 14 988 პასპორტი გადასცა.
ბესლან არშბას 30-დან 150 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმა არ 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ე.წ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე აფხაზური პასპორტების დარიგების საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტყვარჩელის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ტიმურ გოგუასა და გალის და ტყვარჩელის რაიონების საპასპორტო და შინაგან საქმეთა განყოფილებების თანამშრომელთა წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები