თბილისში ჰაერის სამი ახალი სადგური მონტაჟდება

თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს. ამჯერად სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ყაზბეგის გამზირზე ავტომატური სადგურის დამონტაჟების პროცესს დაესწრო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება.
ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შემცველობა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერში დამაბინძურებლებს და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს. სპეციალისტები მონაცემებს დაამუშავებენ. ჰაერის სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგის გამზირზე და წერეთელზე განთავსდება, აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები