კოკისპირულმა წვიმებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში საავტომობილი გზები დააზიანა
კოკისპირულმა წვიმებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში საავტომობილი გზები დააზიანა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. სტიქიამ ძაუს რაიონი დააზარალა. ამ ინფორმაციის მიხედვით, გზების აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. სტიქიამ ცხინვალიც დააზიანა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა. ადიდებულმა მდინარეებმა საკარმიდამო ნაკვეთებიც დააზიანა.