ცხინვალი საქართველოსთან ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ცხინვალი საქართველოსთან ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „საზღვრის“ ჩაკეტვის მიზეზი ახალგორის რაიონში მიმდინარე რუსი ოკუპანტების სამხედრო წვრთნებია. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო მანევრებში რუსეთის მე-4 ბაზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. „საზღვარზე“ გადაადგილება დღესვე, დღის მეორე ნახევარში უნდა აღდგეს.