ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ჩაიშალა
ამომრჩევლის დაბალი აქტივობის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების საკითხზე რეფერენდუმი ჩაიშალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობამ მხოლოდ 1% შეადგინა. ოპოზიცია ითხოვს შემოდგომაზე რეფერენდუმის გადატანას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში სტაბილურობა გარანტირებული არ არის. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩაშლის შემდეგ ამ საკითხის დღეის წესრიგში ხელახლა დაყენება მხოლოდ 2 წლის შემდეგ არის შესაძლებელი. მისი ინფორმაციით, რეფერენდუმზე 8-9 მილიონი რუბლი დაიხარჯა და ეს ფული ფაქტობრივად წყალში გადაიყარა.