ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობას 133 202 ადამიანი მიღებს.
მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“.
ე.წ. საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 151 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.