“ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”

„ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ამიტომ აუცილებელია ალიანსისა და ალიანსის პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს ავღანეთის დახმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახად დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანა ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რათა წარმატებით დასრულდეს.
ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში, ნატოს სამიტის ფარგლებში, 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები