დალია გრიბაუსკაიტე: საქართველოს ნატოს წევრობის დიდი შესაძლებლობა აქვს

„საქართველოს ნატოს წევრობის დიდი შესაძლებლობა აქვს“ – ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ვარშავაში, ნატოს სამიტის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველო დემოკრატიულ და ევროპულ მიმართულებას გააგრძელებს, ნატოს წევრი გახდება.
„საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ შეინარჩუნონ ტენდენცია და ევროპული მომავლისადმი ერთგულება. ევროპულ მომავალთან და დემოკრატიასთან ერთად, ნატოს წევრობის შესაძლებლობა ძალიან დიდია, რადგან ნატო არ არის მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაცია. აქ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებებიც, ნატო ფასეულებების ერთობაა. ასე რომ, თუ საქართველო შეინარჩუნებს ამ მიმართულებას, არანაირი შეკითხვა არ იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
ვარშავაში ნატოს 27-ე სამიტი მეორე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები