თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზაარბრიუკენის მერს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქის მერი ზაარბრიუკენში ქალაქის მერს, შარლოტე ბრიტცს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათი თქმით, 2017 წელს, რომელიც საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, ბევრი ღონისძიება განხორციელდება. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო ქალაქდაძმობილების 40 წლის იუბილეზე, შეაფასეს განვლილი ისტორიაც. მოგვიანებით, დავით ნარმანიამ და შარლოტე ბრიტცმა ადგილობრივებს ძველი ქალაქის დღესასწაული მიულოცეს და საზეიმო ღონისძიება გახსნეს.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ზაარბრიუკენში 10 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები