ვიტოლდ ვაშიკოვსკი: საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია

საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ვარშავის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული.
„ჩვენ მრავალი წელია „ღია კარის“ პოლიტიკას ვატარებთ და ამ კარს ვაღებთ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თავისუფალი და დემოკრატიული ევროკავშირისა და ნატოს შექმნის კონცეფცია ჯერ არ დასრულებულა. საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული“, – განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ. ნატოს ვარშავის სამიტი მეორე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები