“კრუნკი” ოკუპირებულ აფხაზეთში „სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის” შექმნას ითხოვს
სომხურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კრუნკმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში „სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა kavkazplus.com-ი იუწყება.
განცხადების ავტორების თქმით, „სომხები აფხაზეთში ძირძველი მოსახლეობაა და ისინი აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში ისტორიულად მონაწილეობდნენ“, ხოლო ახლა მათი უფლებები დარღვეულია.
„აფხაზეთის ძირძველ მოსახლეობას აფხაზეთში ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნის სრული უფლება აქვს”, – აცხადებენ „კრუნკში“.
ავტონომიის შექმნას სომხები გულრიფშის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში მოითხოვენ.