ვანში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ვანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, – ამის შესახებ „კვირას“ ვანის გამგებლის მოადგილემ ლაშა გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ვანის რაიონის 7 სოფელს.
გიორგაძის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი სულორი, სადაც ადიდებულმა მდინარემ ხახუტაშვილების დასახლებაში დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.
მისი თქმით, დაახლოებით 50 ოჯახი ხიდის იქით დარჩა.
„თითქმის ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. წვიმების შედეგად ადიდდა პატარ-პატარა ღელეები. წყალდიდობის შედეგად მოხდა გზების ამორტიზება, დაიტბორა სახლები, ეზოები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი კომისია ზარალის ოდენობას სწავლობს, რომლის საბოლოო შედეგს რამდენიმე დღეში გავარკვევთ“, – აღნიშნა ლაშა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები