წყალდიდობა ბათუმში – ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა (ფოტოკოლაჟი)

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო მახინჯაურში, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მაშველები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. უხვი ნალექი მოვიდა ბათუმშიც. დატბორილია გორგილაძის, მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩები. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარებს ამოტუმბვის სამუშაოები. სულ დაფიქსირებულია 200-მდე გამოძახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები