ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატების შერჩევაში ჩართული არ არის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატების შერჩევაში ჩართული არ არის, თუმცა მზად არის, მმართველ გუნდს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი მზად არის, გუნდს მხარი დაუჭიროს, იგი აპირებს შეხვედრებს როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. კანდიდატების შერჩევაში ჩართული არ არის. ეს არის, რა ინფორმაციაც მაქვს, როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, თუმცა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული და ვიცი, რომ გუნდის აქტიურ მხარდაჭერას აპირებს,“ – თქვა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება დავით კოღუაშვილსა და მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, ეკა ბესელიამ პრესკონფერენციაზე არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკურ გუნდში და საარჩევნო პროცესში ჩართულები იქნებიან.
„ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იქნებიან, მაგრამ ისინი რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და საარჩევნო პროცესში ჩართულები იქნებიან, შემიძლია დაგიდასტუროთ. მათ ადგილზე და სიის ნუმერაციაზე ვერ ვისაუბრებ“, – თქვა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია ასევე ადასტურებს, რომ „კონსერვატიული პარტია“, კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილი სუბიექტებისგან განსხვავებით, პარტიის საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი.
„წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვიხილავთ მჭიდრო თანამშრომლობას „კონსერვატიულ პარტიასთან“. განიხილება შესაძლებლობა, რომ „კონერვატორების“ ლიდერებიც იყვნენ წარმოდგენილნი საარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა, თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი საკითხი, რომ „კონსერვატორებთან“ რაიმე ფუნდამენტური განსხავავება, პრინციპული შეუთანხმებლობა გვქონოდა. ეს იყო კოალიციაში ერთადერთი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ყველა საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიეთ. ამიტომაც გახდა შესაძლებელი, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში დავინახოთ შესაძლებლობა, რომ უფრო მჭირდოდ წარმოვადგინოთ ერთიანი ხედვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები