სოხუმში წყალდიდობა მოხდა
სოხუმსა და სოხუმის რაიონში კოკისპირული წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ, ტიგრან დელიბალტიანმა აცნობა.
„ისევე როგორც სხვა დროს, წყალმა შეგლოვის ქუჩა დაფარა. მისი მკვიდრნი წვიმების დროს ყოველთვის ზარალდებიან. ასევე წყალდიდობა მოხდა აკადემიკოს მარის ქუჩაზე. მე-13 სკოლის მახლობლად კი წყალდიდობამ ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზარალა. სოფელ ზემო ეშერაში მეწყერმა მთავარი საავტომობილო გზა დაფარა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.