მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ არჩევნებში ლეონიდ თიბილოვს დაუჭერს მხარს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ არჩევნებში მოსკოვი ლეონიდ თიბილოვს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის მიერ ცხინვალში წარმოდგენილ ანგარიშში. ის ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2017 წელს დაგეგმილ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს ეხება. მოხსენების ავტორების აზრით, მოსკოვის ფავორიტები: დღევანდელი დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი და ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვია. ასევე მოხსენებაში წერია, რომ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების წინ ოკუპირებულ რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს, ვინაიდან შესაძლოა, გააქტიურდნენ ძალები, რომლებმაც 2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები