სტიქია იმერეთში – ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

იმერეთში ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო ადგილობრივ მოსახლეობას სახლები დაეტბორა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად ვანში მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. კერძოდ, სოფელ ბზვანის მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობას შინაური ფრინველები და ცხოველები დაუხოცა. დაიტბორა სასოფლო სავარგულები, ჩაიხერგა შიდა გზები. წვიმამ პრობლემები შეუქმნა ტყიბულსაც. ტყიბულში მოსულმა უხვმა ნალექმა გამსახურდიასა და ტვარჩელის ქუჩები დატბორა. ასეთივე მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ გზაზე, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ბრიგადები და სპეციალური მძიმე ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები