გახდება თუ არა თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ერთ კვირაში გახდება ცნობილი

განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, შესაძლოა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს. როგორც ამჟამინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ის თამარ სანიკიძის სისტემაში დატოვებას ცდილობს.
„რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც თამარისნაირი წონა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. რამდენიმე საკითხის განხილვა მქონდა თამართან. მათ შორის იყო საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. როცა გეუბნებით, რომ ფულის საკითხი მიჭირს, მანდ რომ მყავდეს ვინმე ძალიან მაგარი, ავშენდები, რადგან დავკონკტრეტდები სხვა საკითხებზე. მეორე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია. ამ ორ პოზიციას ვიხილავდით ქალბატონ თამართან ერთად. იმედი მაქვს, ერთ კვირაში გადავწყვეტთ, რა ვქნათ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები