ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9-კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება. ამის შესახებ “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები