„გატეხილ სარკესთან“ – გიორგი გამსახურდიას (გვიმრელის) ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

გიორგი გამსახურდია (გვიმრელი) საზოგადოების წინაშე ახალი კრებულით „გატეხილ სარკესთან“ წარდგება. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები პოეტის ახალი კრებულიდან ლექსებს წაიკითხავენ.
საღამო მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული სცენის ტერასაზე, 8 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.
სხვადასხვა დროს გიორგი გამსახურდიას ლექსები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. არის ავტორი კრებულისა: „მთას მიდიოდა კაცი“. 2006 წელს საუკეთესო პუბლიცისტის ნომინაციაში გიორგი გამსახურდიას მიენიჭა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ პრემია.
„ეს კრებული, უპირველესად, იმის დადასტურებაა, რომ ლირიკისათვის აუცილებელია… ლირიზმი, როდესაც გულგადახსნილი დგახარ უსაზღვროების წინაშე და პოეტური ფიქრი ერთიანად მოუცავს განცდებს…“ – ასე აფასებს პოეტის ახალ კრებულს მწერალი და ლიტერატორი როსტომ ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები