მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება

საქართველოში მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
მისი განმარტებით, მთელ რიგ მაღალმთიან რეგიონებს მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებიათ.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, სწორედ ამ დასახლებებზე გავრცელდება აღნიშნული პროგრამა – საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე.
„ამ რაიონებში, ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება. პროგრამის ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები