ყვარელში ქალის ცხედარი იპოვეს

ყვარელში, სოფელ შილდასთან, მდინარე ჩელთის ხეობაში აღმოჩენილ ქალის ცხედარს ექპერტიზა ჩაუტარდება, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
“ცხედარი ისეა დაზიანებული, რომ შესაძლებელია, ქალი ნადირისგან იყოს შეჭმული. გვამის ნაწილებთან ერთად, ტანსაცმლის სისხლიანი ფრაგმენტებია ნაპოვნი. ჩვენთვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. დანარჩენს სამართალდამცველები დაადგენენ”, განაცხადა სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ყვარლის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და შესაბამისი საგამოძიებო პროცედურა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები