ბექა ნაცვლიშვილმა გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ამავე რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, გორგასალის ქ.№111-ში საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, გორგასლის ქ.№111-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.
“გამოიცვალა საკანალიზიაციო ქსელი და დაიწყო ეზოს მოასფალტება’’,- განაცხადა დეპუტატმა.
დღესვე ბექა ნაცვლიშვილმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად აღნიშნული ტერიტორიის შემდგომი კეთილმოწყობის გეგმებზეც ისაუბრა.
პროექტის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურული პრობლემა 100 ოჯახს მოუგვარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები