რიმა ბერაძე: კვლავაც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, რომელიც აუდიტის სამსახურში ერთი საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, შენობა დატოვა.
როგორც რიმა ბერაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას კანონი არ დაურღვევია.
„საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მავალდებულებს, რომ მე ვიზრუნო ადამიანებზე და ხელი შევუწყო მათ კეთილდღეობას. მიმაჩნია, რომ არ დამირღვევია კანონი, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიერ, ანალოგიურად ძალიან ბევრი აქცია ჩატარდა და კვლავაც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას,“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ რიმა ბერაძისგან მიიღეს ინფორმაცია და ამ საკითხის შესწავლა დაიწყება. საქმე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას ეხება, რომელიც უწყებამ სამართლიანი არჩევნების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მიზეზი პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები