გოგი თოფაძე: ხშირად გვაბრალებენ, თითქოსდა, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ

ხშირად გვაბრალებენ, თითქოსდა, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „მრეწველთა კავშირის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა და გავრცელებულ ხმებს აბსურდული უწოდა.
აღნიშნულზე საუბრისას, თოფაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი აგრესორი მეზობელია.
„ეს არის აბსურდი და არ გვიკვირს წამყვანი ტელეარხებისგან, რომლებიც ამ მოვლენებს არაობიექტურად აშუქებენ. ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ საქართველო მაშინ იქნება ძლიერი, როცა თავის ბედს თავად ქართველი ხალხი და ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტს. სამწუხაროდ, 25 წელი ეს პრესი არსებობს.
მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებლად უნდა მიჰყავდეს საქართველოს ხელისუფლებას თავისი ქვეყნის ბედი. ჩვენ ნამდვილად არ ვართ, ნურავინ დაგვაბრალებს. გვაქვს ბევრი არგუმენტი, ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ რუსეთი აგრესიული მეზობელი გვყავს. მიმაჩნია, რომ რუსების ლანძღვა-გინებით ვერაფერს მივაღწევთ. რაც ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო დიპლომატიურად და ცოტა მოფერებით შეიძლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პრორუსული არ ვართ. ომით დავიბრუნებთ ჩვენ იმ ტერიტორიებს, თუ – რა? ამიტომ საჭიროა დიპლომატია. დიდი ქვეყანაა და თავის პირობებს შემოგვთავაზებს“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები