ნუცუბიძის ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობს

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ცნობით, შალვა ნუცუბიძის ქუჩის შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის 700-მეტრიან მონაკვეთზე იცვლება სანიაღვრე ქსელი; პარალელურად, იხსნება ძველი საფარი და მიმდინარეობს მისი გადამუშავება.
შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, 4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდება სანიაღვრე ქსელი, მოეწყობა ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდება ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდება ტროტუარები; მოეწყობა საგზაო სამოსი, საფუძვლით, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები.
ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები