კვაჭანტირაძე გეგეშიძის განცხადებაზე: ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის თანამდებობიდან შესაძლო გამოწვევაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, არჩილ გეგეშიძის ელჩის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია.

„ჯერ უნდა განიხილონ, რამდენად საგანგაშოა ბატონი გეგეშიძის კომენტარი. შეიძლება არც არაფერი მომხდარა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. რაც მე ვნახე მის განცხადებაში, მოსასმენად ეს მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები