ცხინვალი ეუთოს რევანშისტული რეზოლუციის მიღებაში ადანაშაულებს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული მხარის ინიციატივით აშკარად ანგაჟირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც თბილისის რევანშისტულ სულისკვეთებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„უნდა განვაცხადოთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჟენევის დისკუსიები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის ერთადერთ საშუალებად გამოაცხადა და თბილისის ინიციატივით აშკარად ანგაჟირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც არანაირად შეუწყობს ხელს ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე 5 ივლისს მიიღეს დეკლარაცია „კონფლიქტი საქართველოში“. დეკლარაციის მიღების ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის.