ხაჯიმბას თქმით, თუ აფხაზეთის მოსახლეობა გადაწყვეტს, ის მზად არის, გადადგეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თუ აფხაზეთის მოსახლეობა გადაწყვეტს, ის მზად არის, გადადგეს. ამის შესახებ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
„ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რათა ხალხი გავაერთიანოთ. დავნიშნეთ რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის მეთაურის ბედი უნდა გადაწყდეს. ახლა კი ამბობენ, რომ ეს თურმე საჭირო არ ყოფილა. ახლა უნდათ რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება. თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ ხაჯიმბა უნდა გადადგეს, მე ამას გავაკეთებ. თუ არა, მე იმ ნეგატივთან ბრძოლას გავაგრძელებ, რაც აფხაზეთში ხდება და მე ვერავინ შემაშინებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა. სხვადასხვა შეფასებით, მასში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები