დავით საგანელიძე MCC – ის პრეზიდენტს შეხვდა

   საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. პეკინში ჩინეთის სახელმწიფო მეტალურგიული კორპორაციის – MCC -ის (China Metallurgical Group Corporation) პრეზიდენტს ხუ ხიანჩუნს და კორპორაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება მეტალურგიის სფეროში და ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების საკითხები განიხილეს. MCC-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საქართველოს მთავრობასთან თანამშრობლობის სურვილი მეტალურგიის სფეროში კონკრეტული პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებით. China Metallurgical Group Corporation ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიათა სიის ათეულში შედის. MCC მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოღვაწეობს მრეწველობის, საინჟინრო და მშენებლობის, რესურსების განვითარების, მოწყობილობების წარმოებისა და უძრავი ქონების განვითარების სფეროებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კერძო მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით საგანელიძის შეხვედრები ჩინეთის ბანკებთან და ბიზნესსექტორის უმსხვილეს წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები