ქართული პოლიციის მიერ დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი მკვიდრი ოსურ მხარეს გადასცეს

საოკუპაციო ხაზთან ქართული პოლიციის მიერ დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი მკვიდრი ოსურ მხარეს გადასცეს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ცხინვალის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
მისი თქმით,  დაკავებულების გვარებია ბესტაევი და ბაგაევი. ისინი საქართველოს პოლიციამ ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში გაათავისუფლა. სანაკოევის თქმით, ამისთვის „ცხელი ხაზი“ იყო ამოქმედებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები