გიორგი ბარამიძე მზად არის, ჟვანიას საქმეზე ყველა კითხვას უპასუხოს

   პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მზად არის, სადეპუტატო იმუნიტეტი არ გამოიყენოს და ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცეს, – ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ეს საქმე დროულად, ბოლომდე იქნეს გამოძიებული და საზოგადოებამ სრული სიმართლე გაიგოს. “თუმცა, მინდა ჩემი ეჭვი გამოვხატო, რომ ამ ხელისუფლებას არ სურს საქმის გამოძიება, ხელისუფლებას უნდა, რომ ეს საქმე მუდმივად ჰაერში იყოს გამოკიდებული და მოსახლეობას მუდმივად ჰქონდეს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა დეპუტატმა. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ხშირად იყო მცდელობები, რომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის ჩირქი მოეცხოთ. “დღემდე არავის უთხოვია ჩემთვის, რომ თუ ამ საქმესთან დაკავშირებით მე რაიმე ინფორმაცია ვიცი, მივაწოდო ეს ინფორმაცია. რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ მოინახა დრო იმისთვის, რომ ჩემთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვა ნებისმიერი ფორმით დაესვათ. მე დღესაც ვაცხადებ, რომ მზად ვარ, არანაირი ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ გამოვიყენო იმისთვის, რომ გამოძიებამ მიიღოს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ მე და ნებისმიერი ჩვენგანი, რათა ეს საქმე დროულად იქნება გამოძიებული და ხალხმა სიმართლე იცოდეს”, – განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები