ხაჯიმბა – აფხაზეთი ქაოსისა და განუკითხაობის წინაშე დგას
აფხაზური საზოგადოება დგას ზღვართან, რომლის უკან ქაოსი და განუკითხაობაა. ამის შესახებ ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ხაჯიმბას თქმით, ოპოზიციის ქმედებები სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის არის მიმართული. ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ძალები არჩევანის თავისუფლების ლოზუნგებს არიან ამოფარებულები, სინამდვილეში კი ძალაუფლებისთვის იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს სოხუმში ოპოზიციის მიტინგი გაიმართა, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.