სოხუმში ოთხი ადამიანი დაჭრეს

სოხუმში ოთხი ადამიანი დაჭრეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელია. ამის შესახებ LifeNews-ი იუწყება.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მათ სათანადო დახმარება აღმოუჩინეს. სროლა რესტორან „ელბრუსის“ მიდამოებში მოხდა. ამჟამად ე.წ. სამართალდამცველი სტრუქტურები გამოძიებას აწარმოებენ. სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება, რომ სროლა იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც გუშინ ოპოზიციის მიტინგი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები