ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა თანამდებობიდან გადააყენა. ხაჯიმბას თქმით, ძაპშბა თანამდებობიდან დროებით, გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს. მისი თქმით, ე.წ პროკურატურა ამჟამად აქციების გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ცნობისთვის, სოხუმში, ე წ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ლეონიდ ძაპშბას თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. მინისტრის გადაყენების მოთხოვნის მიზეზად აქციის მონაწილეები კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას და რეფერენდუმზე ე.წ შსს-ს თანამშრომლებისთვის თავისუფალი გამოხატვის უფლების შეზღუდვას ასახელებდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები