სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შსს-ს ეზოს ჭიშკარი შეანგრია

ოპოზიციური ძალების მიტინგის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ეზოს ჭიშკარი შეანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ე.წ. შს მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომას მოითხოვენ. ისინი ძაპშბას შს თანამშრომლებზე ზეწოლაში და რეფერენდუმზე ნების თავისუფლად გამოხატვაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ოპოზიცია 10 ივლისის ნაცვლად რეფერენდუმის ვადის გადაწევას შემოდგომისთვის მოითხოვს.
რეფერენდუმზე ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები